თურქეთში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფი ბათუმის „დინამო“ დღეს მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ზღვისპირელთა მეტოქე ამჯერად უკრაინული „ჩერკასი“ იქნება.
შეგახსენებთ, რომ დემჩენკოს გუნდმა თურქეთში ხუთი ამხანაგური შეხვედრა უკვე გამართა, თუმცა ვერც ერთში ვერ გაიმარჯვა. „დინამო“ ორჯერ დამარცხდა, სამჯერ კი ფრე ითამაშა.
„დინამოსა“ და „ჩერკასის“ მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, რის გამოც ექვსაათიანი საინფორმაციო გამოშვება „მთავარი“ ეთერში არ გავა.