ძლიერმა ქარბუქმა თოვლით დაფარა აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთი. სტიქიამ მილიონობით ამერიკელს ავტომობილით გადაადგილება გაურთულა, სკოლები იძულებული გახდნენ სასწავლო პროცესი ონლაინფორმატში გაეგრძელებინათ, ხოლო ავიაკომპანიებს ფრენები შეეჩერებინათ.
ამინდის ეროვნულმა სამსახურმა დასავლეთ ვირჯინიიდან ახალ ინგლისამდე მცხოვრები 30 მილიონზე მეტი ადამიანი სტიქიის შესახებ წინასწარ გააფრთხილა.
მსგავსი სურათია კონექტიკუტის შტატშიც, სადაც პერიოდულად თოვლის საფარი საათში 5 სანტიმეტრით მატულობდა.