ენმ-ის განცხადება მაღალმთიანეთის სტიქიაზე

13 თებერვალი 2024, 11:01 344 ნახვა

ურთულესი და საგანგაშო მდგომარეობაა მაღალმთიან აჭარაში - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გააკეთეს. მათი თქმით, სტიქიამ უსახლკაროდ ათობით ოჯახი დატოვა , დაზიანებულია გზები, ინფრასტრუქტურა. 

ოპოზიციის წევრები ითხოვენ, დაუყოვნებლივ რეაგირებას, რადგან მათივე განმარტებით, მოსალოდნელია ნალექის და ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით მეწყრული პროცესების კიდევ გააქტიურება.

ამასთან, ითხოვენ გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან და ექსპერტებთან ერთად სწრაფად მოხდეს საფრთხეების შეფასება, გასაჯაროვდეს ყველა დასკვნა და რეკომენდაცია, შემუშავდეს კრიზისის მართვის გეგმა, უსახლკაროდ დარჩენილ ათობით ოჯახისათვის დაუყოვნებლივ გამოიყოს დროებითი საცხოვრისი.

დროულად მოხდეს გზების გაწმენდა და ინფრასტრუქტურის აღდგენა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში