ევროპას, ნატო-სა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობას უსაფრთხოების მზარდი რისკების წინაშე ალტერნატივა არ აქვს- ასე ეხმაურება პარიზიდან პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, ტრამპის სკანდალურ განცხადებას. პოლონეთის ახალი პრემიერი პარიზის შემდეგ ბერლინში მიემგზავრება. ტუსკი ევროპის ორ უმსხვილეს სახელმწიფოსთან კავშირების განმტკიცებას ცდილობს.