ევროკავშირის ლიდერები ტრამპის განცხადებას პასუხობენ

12 თებერვალი 2024, 14:05 479 ნახვა

ნატო არ შეიძლება იყოს „ა ლა კარტე“ სამხედრო ალიანსი, რომელიც დამოკიდებული იქნება აშშ-ს პრეზიდენტის ახირებებზე, განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა, როცა ნატოსთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის კომენტარს გამოეხმაურა. 

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა არ დაიცვას ნატოს მოკავშირეები, რომლებიც რუსეთის პოტენციური შეჭრისგან საკუთარ თავდაცვაზე საკმარისს არ ხარჯავენ.  

დონალდ ტრამპის სკანდალურ განცხადებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეხმიანება. შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს, რომ "ნატო-ს უსაფრთხოებისა და მე-5 მუხლის შესახებ უგუნური განცხადებები, მხოლოდ პუტინის ინტერესებს ემსახურება".

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი