ომანში ძლიერი წყალდიდობის გამო ორშაბათი არასამუშაო დღედ გამოცხადდა

12 თებერვალი 2024, 13:05 480 ნახვა

ძლიერ წვიმას წყალდიდობა მოჰყვა ომანის ზოგიერთ რაიონში. საგანგებო სამსახურებმა  გააფრთხილა მოსახლეობა შესაბამისი  ზომების მიღებისა და დაბლობ ადგილებში გადაადგილებისგან თავშეკავების შესახებ.

ქვეყნის დიდ ნაწილში სტიქიის გამო ორშაბათი  დასვენების დღედ გამოცხადდა და კერძო და საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს, ასევე სტუდენტებსა და მოსწავლეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი