9 რეკომენდაციის შესრულების საკითხზე პოლიტიკური პარტიები მომავალ კვირაში ისევ შეიკრიბებიან.
“გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” არაფრის შესრულებას არ აპირებს. ხვიჩია ამ საკითხის მიმართ სკეპტიციზმს არ მალავს და ამბობს, რომ მის გუნდს რეალური სამოქმედო გეგმა აქვს.
მოსაზრებას იზიარებს “სტრატეგია აღმაშენებლის'' წევრი პაატა მანჯგალაძეც. მისი განცხადებით, უმრავლესობა ამ პროცესს მხოლოდ იმიტაციისთვის იყენებს.
უმრავლესობაში კი ამ განცხადებას პოლიტიკურ უმეცრობას უწოდებს.