''ნაციონალურ მოძრაობაში'' ირწმუნებიან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დახარჯული მილიონობით ლარის მიუხედავად, ადლიის დასახლებაში ინფრასტრუქტურული პრობლემები ვერ მოგვარდა.
ოპოზიციონერი დეპუტატები საკრებულოდან და უმაღლესი საბჭოდან აცხადებენ, რომ ადლიის დასახლების ქუჩების უმეტესობა გადათხრილია, არ არსებობს სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები.
საუბრობენ დასახლებაში კომპანია ბათუმის წყლის მიერ ადლიის ქუჩაზე მოწყობილ სანიაღვრე სისტემებზე, რომლებიც მათი თქმით, მწყობრიდანაა გამოსული, დაზიანებულია ცხაურები, რაც საფრთხეს უქმნის ტრანსპორტით თუ ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილებას. არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები და მოსაცდელები, რაც წვიმიან ამინდში გადაადგილებას ართულებს.
''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები პასუხისმგებლობას ქალაქის მერს აკისრებენ.