გაწმენდითი სამუშაოები მაღალმთიანეთში 

10 თებერვალი 2024, 14:00 705 ნახვა

მუნიციპალიტეტებში მეწყერის სალიკვიდაციო სამუშაოები კვლავ გრძელდება. გადაადგილება უკვე შესაძლებელია სხალთა ხიხაძირის დამაკავშირებელ გზაზეც, თუმცა სამუშაოები გრძელდება, ადგილზე მიწის მასის გატანას ახორციელებენ. უსაფრთხო ადგილას გაყვანილია ხულოდან 44, ხოლო შუახევიდან 30-მდე ოჯახი.

ტერიტორიებს გეოლოგიური სამსახური სწავლობს. იწმინდება შიდა საუბნო გზებზე ჩამოწოლილი მიწის მასებიც.

რაც შეეხება მოსახლეობის კომპენსირებას დამოკიდებულია გეოლოგიურ დასკვნაზე, რომელსაც ექსპერტები მოამზადებენ.

მუნიციპალიტეტებში კვლავ ფუნქციონირებს 24 საათიანი შტაბი.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში