სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

09 თებერვალი 2024, 12:33 666 ნახვა

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების ჩართულობით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის“ საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"კერძოდ, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა თურქეთის მოქალაქე ე.ი. აღნიშნული მოქალაქის, ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური და ბარგის, დათვალიერების შედეგად, ერთ შეფუთვად დაფასოებული 100,22 გრამი ,,კოკაინი“აღმოაჩინეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში