ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეჩერებულია საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის მუშაობა - შემოსავლების სამსახური

09 თებერვალი 2024, 12:05 419 ნახვა

ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეჩერებულია შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის – 2 299 299 მუშაობის პროცესი, – ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს მომსახურების სრული აღდგენა.

„აქვე გაცნობებთ, რომ მომსახურების მიღება შესაძლებელია RS-ჩათის მეშვეობით ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით. შემოსავლების სამსახური ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში