თქვენ, რომ აქ სხდომაზე იჯექით და დებატებისთვის ემზადებოდით და ხელებს იკაპიწებდით თორნიკე რიჟვაძე ადგა სხდომიდან წავიდა აჭარაში - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის დროს განაცხადა, რითაც ალეკო ელისაშვილს გამოეხმაურა.
“თქვენ რომ აქ სხდომაზე იჯექით და დებატებისთვის ემზადებოდით და ხელებს იკაპიწებდით ბატონი თორნიკე რიჟვაძე ადგა სხდომიდან წავიდა აჭარაში და იქ იყო, 3 დღის განმავლობაში იქიდან არ გამოსულა და დღეს ადამიანს უსირცხვილოდ აბრალებთ შუა სხდომაზე აქ ზიხარ როცა იქ უნდა იყოო. რაღაცა ელემენტარული ღირსება ხო არსებობს, არ ვიცი”,- განაცხადა თალაკვაძემ.