დღეს, დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების, მე-16 ფინალურ მატჩს "ჩელე" არენამ უმასპინძლა. თამაში ,,დინამო” ბათუმისა და ფოთის "კოლხეთს" შორის გაიმართა. პირველი გოლის გარეშე დასრულდა, ანგარიში ,,კოლხეთმა" 67-ე წუთზე გახსნა და გამარჯვება მინიმალური ანგარიშით შეძლო. ამ მარცხის შედეგად ,,დინამო” ბათუმი, ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებას გამოეთიშა.