ლეღვაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი ორშაბათს გამოცხადდება

08 თებერვალი 2024, 15:01 683 ნახვა

ლეღვაში, გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის გამოყოფილ საქმეზე   განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მამამ და ორმა ბიძამ დღეს  სასამართლოს ჩვენება მისცეს. მათ ყველა ის ბრალდება უარყვეს, რომლის შესახებაც ოქროს მოწმემ სასამართლოს წინა სხდომაზე ბაჟუნაიშვილების წინააღდეგ ისაუბრა.

ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის მამამ გიორგი ბაჟუნაიშვილმა,  სასამართლოს უთხრა, რომ მომხდარი მკვლელობის შესახებ არაფერი იცოდა. მან კატეგორიულად  უარყო მოწმე თვითმხილველებზე ზეწოლის ფაქტი და ცხედრის საბოლოო გადამალვის სხვადასხვა ვერსია. მისივე განცხადებით, ალექსანდრე  ახვლედიანის ჩვენება სიმართლეს არ შეესაბამება.

გიორგი ბაჟუნაიშვილის ჩვენება გააპროტესტა მოკლული გიორგი ალხანიშვილოს დედამ და მან  სხდომა დატოვა. დღეს სასამართლოს ჩვენება მისცა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულმა სასულიერო პირმა გელა ბაჟუნაიშვილმაც. თქვა, რომ ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა ლონდონში წასვლამდე აღსარება სატელეფონო კომუნიკაციით ჩააბარა  და საიდუმლოს გათქმის უფლება არ აქვს. 

მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის და მოწმე თვითმხილველებზე წეზოლის საქმეზე მოსამართლე კოტე ჭილაია განაჩენს 12 თებერვალს გამოაცხადებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი