მინისტრების მოსმენა კომიტეტებზე

07 თებერვალი 2024, 20:27 465 ნახვა

ილია დარჩიაშვილმა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სამომავლო გეგმები წარადგინა. ისაუბრა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე და თქვა, რომ ხელისუფლება მზად არის და მობილიზებულია იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უფრო მეტ პროგრესს მიაღწიოს. ქვეყნის პირველი დიპლომატის თქმით,ახლა მომდევნო და მთავარი ეტაპია გაიხსნას მოლაპარაკებების ფანჯარა. გაწევრიანების გზაზე შემდგომი პროგრესის მიღწევისთვის მან ასევე ხაზი გაუსვა სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესს და ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების გაგრძელებასაც. ილია დარჩიაშვილმა ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს პროგრესზეც გაამახვილა ყურადღება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი