შსს - ნარკოდანაშაული წინა წელთან შედარებით გაიზარდა

06 თებერვალი 2024, 10:18 455 ნახვა

2023  წელს ნარკოდანაშაული წინა წელთან შედარებით გაიზარდა.  შინაგან საქმეთა სამინისტრო  ნარკოდანაშულის შესახებ  სტატისტიკას აქვეყნებს.

უწყების  ინფორმაციით, 2023 წელს  ნარკოტიკული დანაშაულის  6594 ფაქტი გამოვლინდა, გაიხსნა - 6172 შემთხვევა. 2022 წელს კი სამართალდამცავებმა  5471 ნარკოდანაშული    გამოავლინეს და  და გახსნეს 5170. 2023 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღების 3654 ფაქტი  დაარეგისტრირა, 2022 წელს კი 2723.

გარდა ამისა, სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს გამოავლინდა ნარკოდანაშაულის 133 ისეთი ფაქტი, რომელიც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანას, საქართველოდან უკანონოდ გატანას ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვას გულისხმობდა. მათ შორის უწყებამ 106 შემთხვევა გახსნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი