ფარული მოსმენები იყო კამათის მიზეზი დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, სადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშს მოუსმინეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წინა წელთან შედარებით, 2016 წელს 3-ჯერ გაიზარდა მოქალაქეების, საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის გაწეული კონსულტაციების რაოდენობა. ასევე, ფიზიკური პირების განცხადებებისა და ინსპექტირების რიცხობრივი მაჩვენებელი და გამოვლინდა სამართალდარღვევის 221 ფაქტი. 63 ორგანიზაციას დაეკისრა ჯარიმა, არაერთ საჯარო და კერძო ორგანიზაციას დაევალა მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად სათანადო ორგანიზაციულ - ტექნიკური ზომების გატარება.