მარიამ ბოლქვაძე ITF W35 შარმ ელ შეიხის ჩემპიონი გახდა

04 თებერვალი 2024, 16:03 692 ნახვა

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ITF W35 შარმ ელ შეიხის ჩემპიონი გახდა.
მარიამმა ფინალში ელენა პრიდანკინა მარტივად ორ სეტში 6:0, 6:3 დაამარცხა.

ქართველმა საერთო ჯამში გზად  ოთხი რუსი ჩოგბურთელის დამარცხება მოახერხა.

26 წლის მარიამ ბოლქვაძე ამ დროსთვის მსოფლიოს რეიტინგში 453-ე ადგილს იკავებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში