ზარალის დათვლა გრძელდება

15 მარტი 2017, 00:00 3371 ნახვა

11 მარტის აქციის დროს მთავარ სამმართველოსთან დაზიანებული შუქნიშნები ამ დრომდე არ აღუდგენიათ. მერიაში დღეს კომენტარი არ გააკეთეს, სატელეფონო საუბარში კი განმარტეს, რომ სისტემა სრულად უნდა შეიცვალოს და მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი შუქნიშნები უნდა დამონტაჟდეს, რომლის შესაძენად ტენდერია გამოცხადებული. მერიის ინფორმაციით ე.წ ჭკვიანი შუქნიშნების შეძენა და მონტაჟი დაახლოებით 120 ათას ლარამდე დაჯდება. რაც შეეხება ზარალის სრულ ოდენობას პირველადი მონაცემებით, ის 150 ათას ლარამდეა, თუმცა მერიაში ა მბობენ, რომ ზარალს ჯერ კიდევ ითვლიან. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი