ირაკლი კობახიძემ პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად წარუდგინა

02 თებერვალი 2024, 17:28 611 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა - ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.

მინისტრთა კაბინეთში მხოლოდ ერთი ცვლილებაა - თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. 

ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებული მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ასეთია:

  • კულტურისა და სპორტის მინისტრი – თეა წულუკიანი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი;
  • ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;
  • იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე;
  • შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;
  • თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია;
  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი;

მთავრობას უფლებამოსილება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ შეუწყდა. „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარადგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი