„დინამო“ ბათუმმა პირველი თურქული შეკრება დაასრულა

01 თებერვალი 2024, 20:30 671 ნახვა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო" ბათუმმა პირველ თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ანდრეი დემჩენკოს  გუნდი პოლონურ "ზაგლებიეს" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

შეხვედრაში ანგარიში მუნოსმა 29-ე წუთზე გახსნა და "ზაგლებიე" დააწინაურა. მეორე ნახევრის 55-ე წუთზე კი ლუკა ქაფიანიძემ წონასწორობა აღადგინა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.  

შეგახსენებთ, რომ "დინამომ“ თურქეთში პირველი შეკრების ფარგლებში კიდევ ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა.

ბათუმელებმა ნიეჩიეზას „ტერმალიცასთან“ ფრედ 1:1 ითამაშეს, ხოლო მაკედონიურ „შკენდიასთან“ მატჩი 1:0 დათმეს. 

"დინამო" ბათუმი ზამთრის მეორე საწვრთნელ შეკრებას 7 თებერვლიდან 21 თებერვლამდე კვლავ ანტალიაში გაივლის და  ოთხ საკონტროლო მატჩს გამართავს.  

ბათუმელები 11 თებერვალს „კოლოსთან“, 14 თებერვალს „ზორიასთან“ და 20 თებერვალს „რიგასთან“ მოსინჯავენ ძალებს. მეორე შეკრებაზე გასამართი კიდევ ერთი საკონტროლო მატჩის თარიღი და მეტოქე გუნდის ვინაობა კი მოგვიანებით დაზუსტდება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი