11 მარტს საპროტესტო აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დაკავებული ჯიმი ვარშანიძე, დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგა. ვარშანიძესთან ერთად ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 12 ბრალდებულის საქმე განიხილა, საიდანაც ექვსი ბრალდებულის პროცესი მტკიცებულებების წარდგენის მიზნით გადაიდო. რაც შეეხება 7 ბრალდებულს, მათ 250- ლარიანი ჯარიმა შეეფარდათ.