“უცხო ცის ქვეშ” - სპექტაკლის პრემიერა გაიმართება ორ თებერვალს ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე. სპექტაკლი ირაკლი სამსონაძის ორ პიესას - “მეთევზე ერთი, ორი” და “ყოფილების სარეცელს “ აერთიანებს. სპექტაკლის რეჟისორი კოტე აბაშიძეა. მისი თქმით, ორი პიესის ერთ სპექტაკლად დადგმა დიდი გამოწვევაა.
რეჟისორს იმედი აქვს, რომ პრობლემები, რომელიც მცირე სცენაზე მსახიობების დახმარებით იქნება წარმოდგენილი მაყურებელს ბევრ რამეზე დააფიქრებს.
სპექტაკლზე “უცხო ცის ქვეშ” დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მუშაობდნენ. საპრემიერო ჩვენება გაიმართება 2,3 და 4 თებერვალს, მცირე სცენაზე, საღამოს 19 საათზე.