„ვირტუს ბოლონიას“ ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია, რომელსაც ტრავმის გამო დაახლოებით 20 დღეა არ უთამაშია, მოედანს, შესაძლოა, პარასკევს დაუბრუნდეს.
2 თებერვალს იტალიურმა კლუბმა ევროლიგის ეგიდით ბელგრადის „პარტიზანს“ უნდა უმასპინძლოს და თუკი ყველაფერი გეგმისამებრ წარიმართა, ქართველ ცენტრს მოედანზე ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ შენგელიამ ბოლოს ევროლიგაში თურქული „ანადოლუ ეფესის“ წინააღმდეგ ითამაშა 12 იანვარს, მას მერე კი, მოედანზე აღარ გამოჩენილა.
შედეგად, თორნიკემ გამოტოვა იტალიის სერია A-ს სამი და ევროლიგის ორი მატჩი.