ხულოს საკრებულოს სხდომა

30 იანვარი 2024, 18:13 509 ნახვა

მიმდინარე წლის პირველი საკრებულოს სხდომა გაიმართა ხულოში. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს, რომელიც არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრას შეეხებოდა. სხდომის დასრულების შემდეგ ენმ-ს წევრმა ირაკლი ჯორბენაძემ ხულო-ზარზმის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და განმარტა, რომ მშენებელ კომპანიას საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ თანხა მოსთხოვა. ბრალდებას აბსურდი უწოდა ანზორ ბოლქვაძემ და განმარტა, რომ კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა, რის გამოც შეუწყდა ხელშეკრულებები.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში