ოლიმპიურ ფესტივალზე ფიგურულ ციგურაობაში კონსტანტინე სუპატაშვილი მე-11 ადგილზე გავიდა

30 იანვარი 2024, 09:05 311 ნახვა

სამხრეთ კორეულ განგვონში მიმდინარე ზამთრის ახალგაზრდულ  ოლიმპიურ თამაშებზე კონსტანტინე სუპატაშვილმა მე-11 ადგილი დაიკავა. ის საქართველოს ღირსებას ფიგურულ ციგურაობაში იცავდა და როგორც – მოკლე, ასევე თავისუფალ პროგრამაში მე-10 შედეგი დააფიქსირა, თუმცა ჯამური შედეგებით მოწინავე ათეულში შესვლა ვერ მოახერხა და მე-11 ადგილს დასჯერდა. შეჯიბრებაში 16 ქვეყნის 18 სპორტსმენი მონაწილეობდა.

დღეს პრიზიორთა ვინაობა გოგონათა ტურნირზე გაირკვევა, სადაც საქართველოს ღირსებას ინგა გურგენიძე იცავს. მოკლე პროგრამის შემდეგ ის მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი