სტუდენტების მობილობის პროცესი

29 იანვარი 2024, 14:11 852 ნახვა

სტუდენტთა მობილობა დაიწყო. გაზაფხულის სემესტრის მობილობის მსურველთა რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება და 8 თებერვლამდე გაგრძელდება. სტუდენტები  განათლების სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე უნდა დარეგისტრირდნენ.

ბათუმის სახელწიფო უნივერსიტეტი გარე მობილობის ფარგლებში 130-მდე სტუდენტის მიღებას გეგმავს, დაახლოებით ამდენივე ადგილი აქვს გამოყოფილი მათთვის, ვინც სპეციალობის შეცვლას შიდა საუნივერსიტეტო ფორმატში აპირებს.

წელს პირველად შიდა მობილობა გამოცხადდა ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამაზე.

სტუდენტთა მიღებას აპირებს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტიც. სასწავლებელს საერთო ჯამში 50-ზე მეტ ადგილზე აქვს კონკურსი გამოცხადებული. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში