ზაზა ქოქოლაძე დაეთანხმა ბრალდების მხარის სიტყვას, მან აღიარა დანაშაული. თქვა რომ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ქოქოლაძის და ნარიმან ლომინაძის საქმეები გაიყო, რადგან ლომინაძის შემთხვევაში მოსამართლემ დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა მოითხოვა, მისი სხდომა ხვალისთვის გადაიდო. რაც შეეხება ზაზა ქოქოლაძეს, იგი ამბობს რომ 12 მარტის დილის 5 საათზე ჩამოვიდა ბათუმში, აქციაზე, ახლობლების მხარდასაჭერად. მისივე განცხადებით 10 თანასოფლელი სკოლის ავტომანქანის მძღოლმა ჩამოიყვანა, რომელიც დაიქირავეს. იგი მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ 250 ლარით დააჯარიმა