საქართველოს პროკურატურამ თბილისში ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 25 იანვარს, თბილისში, ვეკუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 26 იანვარს დააკავეს. მას განზრახ მკვლელობა ბრალდება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ემუქრება.