ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის, გააგრძელოს შეხვედრები რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს განცხადებით, შეხვედრებზე კლინიკის პერსონალს ყველა საკითხის დეტალურად განხილვის შესაძლებლობა აქვს.
„ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი და დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გააგრძელოს შეხვედრები რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან. შესაბამისად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, „სამედიცინო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელობასა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან, 5 თებერვლამდე, ყოველდღიურად, 18:00-დან 19:00 საათამდე, იმართება შეხვედრები.
შეხვედრებზე კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, პერსონალს ყველა საკითხის დეტალურად განხილვის შესაძლებლობა აქვს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თბილისში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი საავადმყოფო აშენდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ კომპენსაციებთან დაკავშირებით შეთავაზების პროცესი ოფიციალურად დაიწყო.