რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების უარი ჯანდაცვის მინისტრს

26 იანვარი 2024, 18:13 467 ნახვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების უარი ჯანდაცვის მინისტრს - შეხვედრა, რომლის ინიციატორიც ჯანდაცვის მინისტრი იყო, არ შედგა. უწყების ინფორმაციით, მინისტრი მზად იყო კითხვებისთვის პირადად ეპასუხა. სამინისტროსთან შეკრებილებმა თქვეს, რომ ჯანდაცვის უწყების მიმართ ნდობა არ აქვთ. ისინი მოითხოვენ, კლინიკის დემონტაჟი არ განხორციელდეს, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლებელია ახალი შენობა აშენდეს ისე, რომ მათ საქმიანობა არ შეუწყდეთ და უწყვეტ რეჟიმში გააგრძელონ პაციენტების მიღება. ასევე, აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ რეორგანიზაციის შესახებ ბრძანება გაუქმდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი