9 დათქმა - პოლიტიკურ პარტიებს შორის შეხვედრა 29 იანვარსაა დაგეგმილი

26 იანვარი 2024, 15:08 419 ნახვა

ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველო მომდევნო ეტაპზე გადადის. წინ 9 დათქმის  შესრულების ვალდებულებაა. 

ორშაბათს დეპუტატები პირველ სამუშაო შეხვედრაზე უნდა შეიკრიბონ. ჩაერთვება თუ არა სამუშაო პროცესში საპარლამენტო უმცირესობა? მათი ნაწილი თანახმაა მონაწილეობა მიიღონ, თუმცა მოლოდინი არ აქვთ რომ შეხვედრები იქნება საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული.

ხაზგასმით ამბობენ, რომ მაგალითად დეოლიგარქიზაციის შესახებ რეკომენდაციის შესრულების პოლიტიკური ნება მმართველ გუნდს არ აქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში