ქედის მერის 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს ქედის საკრებულოს წევრბმა. ანგარიშის მიხედვით, შარშან ქედაში აშენდა ახალი, თამანედროვე და ადაპტირებული პარკი, რომლისთვისაც თითქმის მილიონი ლარი დაიხარჯა.
მოეწყო ადმინისტრაციული ცენტრები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამ სპორტულ მოედანს და წყლის სისტემებსა და საბავშვო ბაღებს.
აშენდა სასწრაფო დახმარების შენობა და სამი ახალი საცხოვრებელი სახლი. 603 200 ლარი კი თვითმმართველობამ მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის დახარჯა.
მერისვე ინფორმაციით, მოწესრიგდა საუბნო გზები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორ ხიდს. გასულ წელს შეიძინეს ექსკავატორ დამტვირთველიც. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით კი 767 გარე განათების ბოძი დამონტაჟდა და გზებზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი.
მერიამ დააფინანსა მეწარმე ქალების იდეებიც.