შეხვედრა რესპუბლიკური საავადმყიფოს პერსონალთან

25 იანვარი 2024, 20:09 536 ნახვა

პირველი სამუშაო შეხვედრა რესპუბლიკურ საავადმყოფოში პერსონალსა და ჰოლდინგის ხელმძღვანელობას შორის დასრულდა. მხარეებმა განიხილეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებული პაკეტი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციებს და სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გაგრძელებას. მედიკოსთა ნაწილმა დატოვა შეხვედრა რადგან ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზების პაკეტი მათთვის თავიდანვე მიუღებელი იყო. ჰოლდინგის წარმომადგენლებმა უპასუხეს მედიკოსების კითხვებს. რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები აპროტესტებენ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას კლინიკის დემონტაჟთან დაკავშირებით, მედიკოსები ითხოვენ შენობაში დარჩენას და უწყვეტ რეჟიმში მუშაობის გაგრძელებას.თანამშრომლების ნაწილი ხვალ აქციას აანონსებს ჯანდაცვის სამინისტროსთან. უწყების ინფორმაციით ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მედიკოსებს ხვალ შეხვდება.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი