„დღევანდელი მაჩვენებლით "ქართულ ოცნებას" აქვს ძალიან კარგი სასტარტო პოზიცია იმისათვის, რომ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ჩატოვოს "ნაცმოძრაობა“ 35 მანდატს ქვემოთ“ - ასეთია ქართული ოცნების თავმჯდომარის ვარაუდი.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია ისევ არ შევა პარლამენტში. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებამ ოპოზიცია სრულ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო და დილიდან-საღამომდე პარტიის დამფუძნებლის ხსენებაში არიან.
ირაკლი კობახიძის განცხადება პოლიტიკურ წრეებში ფასდება.