აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი

25 იანვარი 2024, 12:08 499 ნახვა

ევროკავშირთან დაახლოების კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას შორის მესამე ადგილზე საქართველოა - აღმოსავლეთ პარტნიორობის განახლებული ინდექსის მიხედვით, მოლდოვა ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილას უკრაინაა.

პროგრესი სამი ძირითადი მიმართულებით ფასდება: დემოკრატია, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა, პოლიტიკის კონვერგენცია, დაახლოება ევროკავშირთან და მდგრადი განვითარება. ძირითადი მიმართულებების მიხედვით სახელმწიფოების რეიტინგი შემდეგნაირად განაწილდა: დემოკრატია, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა - საქართველო მე-4 ადგილზეა.

რაც შეეხება პოლიტიკის დაახლოება ევროკავშირთან საქართველო ლიდერობს მოლდოვასთან ერთად. მდგრადი განვითარებით საქართველო მე-4 ადგილზეა. აღმოსავლეთ პარტნიორობა 6 ქვეყანას - საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, ბელარუსს, სომხეთსა და აზერბაიჯანს მოიცავს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი