დღეს საქართველოს საკალათბურთო თასის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ''ბათუმი'' საკუთარ კედლებში ვიქტორ სანიკიძის აკადემიას დაუპირისპირდება.
პირველი მატჩი თბილისში სანიკიძის აკადემიის გამარჯვებით 84:81 დასრულდა. მეოთხედფინალში გასასვლელად კი დღეს ბათუმელებმა მინიმუმ 4 ქულის სხვაობით უნდა მოიგონ.
მატჩი ბათუმის სპორტის სასახლეში 15:00 საათზე დაიწყება.