აქცია ცხმორისში

24 იანვარი 2024, 14:12 817 ნახვა

ქედაში, ცხმორისის მცხოვრებლებმა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წინააღმდეგ აქცია გამართეს. მოსახლეობის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც სოფელში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძა დაიდგა, პროცესები მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახა. გახშირდა სხვადასხვა დაავადებების გამოვლენის შემთხვევები.

გარდა ამისა, მოსახლეობა ირწმუნება, რომ ანძის განთავსების შემდეგ სოფელში გააქტიურდა მეწყრული პროცესები, მოსავლიანობა კი შემცირდა.

ადგილობრივები ანძის გადატანას ან ოჯახების ადგილმონაცვლეობას ითხოვენ.

ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას. ველოდებით მათგან დამატებით ინფორმაციას.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში