ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებს 4 საათის განმავლობაში ხვდებოდა.
ღონისძიება გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლობისა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად გახსნა.
მთავარი თემა არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაა.