ბათუმში, სვიშევსკის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას სხეულის 25%-ნი დამწვრობა აქვს და იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებში-ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს.
გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით ახალგაზრდას დამწვრობა მიღებული აქვს ალით. ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს აჭარის მთავრობა დაეხმარება, დაზარალებულ ქალს კი ყველა სამედიცინო სერვისი დაუფინანსდება-აცხადებენ აჭარის მთავრობაში. შემთხვევა ბათუმში 20 იანვარს მოხდა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი -გამოძიება მიმდინარეობს.