მეჩეთების მდგომარეობა აჭარაში

21 იანვარი 2024, 11:26 360 ნახვა

აჭარის 5 მუნიციპალიტეტში 25 მეჩეთის აღწერა და შესწავლა დაიწყო, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ აღწერილი ნაგებობების ფიზიკური მდგომარეობა არასახარბიელოა და ნაწილს ავთენტურობა დაკარგული აქვს. შერჩეული 25 მეჩეთიდან 8-ს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, თუმცა ძეგლების გათანამედროვება რამდენიმე მეჩეთის ფასადზე შეინიშნება.

მეჩეთების შესწავლას გაეროს განვითარების პroგრამის და ნორვეგიის მხარადჭერით „სოლიდარობის თემი'' ახორციელებს. 

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კვლევასთან დაკავშირებით პრეზენტაციას გამართავენ და შედეგებს შესაბამის უწყებებს გააცნობენ. ექსპედიციაში ხელოვნებათმცოდნე და კონსტრუქტორი მონაწილეობდა.

აჭარაში სულ 200-მდე მეჩეთია, უძრავი ძეგლის სტატუსი აჭარაში არსებული მუსლიმური საკულტო ნაგებობებიდან სულ 28 აქვს მინიჭებული.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ორი მეჩეთის, კერძოდ ძენწმანის და ზვარეს საკულტო ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტია შეძენილია, რეაბილიტაციისთვის ტენდერი არაერთხელ გამოცხადდა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც სააგენტომ სახარჯთაღრიცხვო ღირებულება განაახლა და ტენდერის გამოცხადებას გეგმავს. ხის მეჩეთების რეაბილიტაციისთვის ნახევარი მილიონი ლარია გაწერილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში