შალვა პაპუაშვილს ბრალდების ადრესატები პასუხობენ

20 იანვარი 2024, 18:01 537 ნახვა

პაპუაშვილის განცხადებებს ადრესატები ეხმაურებიან. „პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ეკლესიის „დაცვის“ მცდელობა ფარისევლობაა“  - ბექა მინდიაშვილი ბრალდებას ასე პასუხობს.

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი პაპუაშვილს არაკომპეტენტურს უწოდებს და წერს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომელიც მის წინააღმდეგ იყო მიმართული მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის ეთიკის უხეში დარღვევაა.

მინდიაშვილის თქმით, ტოლერანტობის ცენტრი დაარსების დღიდან რელიგიის თავისუფლებას იცავს და სამოქალაქო ინტეგრაციის მიზანს ემსახურება.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს  მიზანმიმართული კამპანიაა და  მმართველ გუნდს საკუთარი დანაშაულების ოპოზიციაზე გადაბრალება სურს. აღნიშნავენ იმასაც, რომ სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ იერიში "ქართული ოცნების" მხრიდან ახალი არ არის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი