სუვენირებით მოვაჭრეები მერიის მიერ 27 ჯიხურის შეთავაზებას არ თანხმდებიან. მათ დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც ამბობენ, ჯიხურების ეს რაოდენობა მცირეა და მათ განაწილებას ვერ შეძლებენ. მერიამ 70 მოვაჭრეს 27 ჯიხური შესთავაზა. მერიის წარმომადგენლის განცხადებით, ის მოვაჭრეები, რომლებიც ჯიხურებს ამ მისამართზე ვერ მიიღებენ, ალტერნატიულ ფართს სხვა ლოკაციაზე გამოუყოფენ.