ანსამბლ „დიდგორის“ მეგრულ-აფხაზური სიმღერების ალბომის პრეზენტაცია

20 იანვარი 2024, 11:00 638 ნახვა

ჰარირა-ჰარირამა“ - ანსამბლ „დიდგორის“ მეგრულ-აფხაზური სიმღერების ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. ალბომი კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „ამღერებული მუზეუმი“ ფარგლებში ჩაიწერა.

ალბომში წარმოდგენილია მეგრული და აფხაზური სიმღერები, რომლებიც დაკავშირებულია მათი ჟანრების, ფუნქციისა და ჟღერადობის მიხედვით. პროექტი „ამღერებული მუზეუმი“ საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე წლის 9 ივლისიდან მიმდინარეობდა.

რამდენიმე თვის მანძილზე რვა ფოლკლორული კონცერტი და ხალხური სიმღერის ოთხი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ანსამბლ „დიდგორის“ გარდა, ღონისძიებებში სხვა ანსამბლები და ლოტბარებიც მონაწილეობდნენ როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან. პროექტის მიმდინარეობისას, რამდენიმე თვის განმავლობაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში