დავოსის ეკონომიკური ფორუმი სრულდება, სადაც ეკონომიკურ საკითხებთან ერთად, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილეს. 60 ლიდერს შორისაა საქართველოს პრემიერიც, რომელმაც დავოსში ვიზიტი უკვე დაასრულა.
შუა დერეფნის პროექტის მნიშვნელობა, საქართველოს სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარება, ანაკლიის პორტისა და ახალი აეროპორტის მშენებლობა, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დინამიკა - ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ისაუბრა.
პანელურ დისკუსიებში მონაწილეობის გარდა, ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პირისპირ შეხვედრები გამართა ისრაელის პრეზიდენტთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან და ასევე - არაერთი საერთაშორისო ბიზნესკომპანიის ხელმძღვანელებთან.