უკვე მესამე დღეა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების, 1600-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში საქართველოს ბიზნეს პოტენციალს ეცნობა. მათ ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე უკვე ესაუბრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც. ამასთან ირაკლი ღარიბაშვილმა ორმხრივი შეხვედრებს ფორმატში აქცენტი გააკეთა გლობალურ გამოწვევებზეც, მათ შორის "ტყვიის შემცველობისგან თავისუფალ ატმოსფერულ ჰაერზე.
როგორც იცით ეს პრობლემა, ბოლო კვლევებით საქართველოსთან ერთად არაერთ ევროპულ სახელმწიფოსაც აწუხებს. თუმცა, გარდა ეკონომიკური მიმართულებისა, დავოსის ფორუმი ფოკუსირებულია პოლიტიკურ ნაწილზეც და აღსანიშნავია, რომ 60-ზე მეტი ქვეყნის ლიდერსა თუ წარმომადგენელს საქართველოს დელეგაცია უკვე ესაუბრება როგორც ევროპის კანდიდატი ქვეყნის წარმომადგენელი, რადგან ამ სტატუსით ჩვენი ქვეყანა დავოსის ფორუმში პირველად მონაწილეობს.
და რაც შეეხება დღევანდელ პალენურ დისკუსიას, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა, მოსალოდნელია, რომ აქცენტები გაკეთდება ქვეყნის ევროპულ მომავალსა და შუა დერეფნის მნიშვნლეობაზეც.