ლონდონში გამართულ The Best FIFA Football Awards-ზე წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში ხვიჩა კვარაცხელიამ მე-10 ადგილი დაიკავა.
მთავარი ჯილდო კი ლეონელ მესის ერგო.
მესიმ და ჰაალანდმა ერთნაირი ქულები (48-48) დააგროვეს, თუმცა წესების მიხედვით არგენტინელმა მეტი პირველი ადგილის გამო გაიმარჯვა.