ანასტასია გუბანოვამ ლიეტუვის ქალაქ კაუნასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ქალთა შორის ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მოკლე პროგრამის შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრს 68.96 ქულა ჰქონდა და მესამე ადგილს იკავებდა.
თავისუფალ პროგრამაში გუბანოვამ 137.56 ქულა დააგროვა და საერთო ჯამში 206.52 მოპოვებული ქულით მეორე ადგილზე გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ანასტასია გუბანოვა გასულ წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.
2024 წლის ევროპირველობაზე ანასტასიას გარდა საქართველოს ვერცხლის მედლები სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მოუტანეს.