ანასტასია გუბანოვამ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

13 იანვარი 2024, 19:38 551 ნახვა

ლიეტუვის ქალაქ კაუნასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ქალთა შორის ანასტასია გუბანოვამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრების წევრი მოკლე პროგრამის შემდეგ 68.96 ქულით მესამე ადგილზე იმყოფებოდა. თავისუფალ პროგრამაში კი გუბანოვამ 137.56 ქულა მოიპოვა და საერთო ჯამში დაგროვებული 206.52 ქულით მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

დღეს ასევე იასპარეზა ალინა ურუშაძემ, მან ორი პროგრამის ჯამში 140.66 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 22-ე ადგილზე დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედლები სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მოუტანეს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში