,,ევროოპტიმისტებმა’’ რეზოლუცია შეიმუშავეს, რომელიც რუსეთის მიერ უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების უფლებებისა და მათ მიმართ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების უხეში დარღვევის დანაშაულებრივი ფაქტების შეფასებას და მათზე რეაგირებას ეხება.
ოპოზიციონერი კანონმდებლების თქმით, რეზოლუციის პროექტის მიღებით პარლამენტი დაადასტურებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების მნიშვნელობას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, და რომ ამით საქართველოს პარლამენტი მოახდენს რუსეთ-უკრაინას შორის განვითარებული პროცესების შეფასებას.